# 3 ახალი მიმართულება თბილისიდან – მინსკი, ვარშავა, დუბაი

- Link: https://avia.ge/3-new-flight-january-2021/
- Published: 2021-01-13T15:32:17+04:00
- Author: Anuka Robakidze

იანვრის თვის ავიარეისების განრიგში სიახლეა. უკვე დიდი ხანია ავიარეისები სრულდება
თბილისსა და მინსკს შორის, თუმცა მხოლოდ ცალმხრივად. 14 იანვრიდან კი ავიაკომპანია 
[Belavia](https://avia.ge/belavia-airline/) ფრენებს ორივე მიმართულებით, მინსკი-თბილისი-
მინსკის საჰაერო ხაზზე შეასრულებს.

მინსკი-თბილისი-მინსკის მიმართულებით იანვრის ავიარეისები შემდეგი განრიგით შესრულდება:

**მინსკი-თბილისი: 14, 21 და 28 იანვარი.**

**თბილისი-მინსკი: 15, 22 და 29 იანვარი.**

ახალ ავიარეისებს გვთავაზობს, ასევე, Georgian Airways-ი. ავიაკომპანია ფრენას ერთ-
ერთი ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებით, **თბილისი-ვარშავის საჰაერო ხაზზე 21 იანვარს
შეასრულებს.**

ასევე, [Georgian Airways](https://avia.ge/georgian-airways/)-ის რეისით შეგიძლიათ
ისარგებლოთ **თბილისი-დუბაის მიმართულებით 22 იანვარს.**

### ავიაბილეთების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით ნომერზე **󠀁[551 907 907](https://avia.ge/3-new-flight-january-2021/551907907)󠁿** ხელმისაწვდომია ვაიბერი ✈️
