ავიაბილეთები ყველაზე იაფად

ბირმინგემის და ედინბურგის აეროპორტებში 100 მლ სითხის შეზღუდვა გააუქმეს

ხელბარგით სითხის გადატანა

ბირმინგემისა და ედინბურგის აეროპორტები პირველი არიან, რომლებმაც ხელბარგში 100 მლ სითხის შეზღუდვა გააუქმეს, რადგან ტრანსპორტის დეპარტამენტმა გაამარტივა შეზღუდვები დიდ ბრიტანეთში მდებარე ჰაბებზე.

დიდი ბრიტანეთის ყველა აეროპორტს ამ ზაფხულისთვის უნდა დაემონტაჟებინა ახალი კომპიუტერული ტომოგრაფიის (CT) სკანერები, რაც მგზავრებს საშუალებას მისცემდა, ხელბარგში ორი ლიტრამდე სითხე წაეღოთ, ასევე ყველა ელექტრონული მოწყობილობა ბარგში დაეტოვებინათ.

დიდი ბრიტანეთის რამდენიმე აეროპორტმა შეზღუდვები გასულ ზაფხულს მოხსნა, როდესაც ახალი სკანერები დაამონტაჟეს – მათ შორის ლონდონ სიტი, საუთენდი, ლიდს ბრედფორდი, ტისსაიდი, ნიუკასლი და აბერდინი – მაგრამ იძულებულნი გახდნენ უკან დაეხიათ, როდესაც ტრანსპორტის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ 100მლ სითხის ლიმიტი ხელახლა უნდა შემოღებულიყო.

აეროპორტებს ახლა უკვე შეუძლიათ მოხსნან შეზღუდვები, თუ ახალი სკანერების მონტაჟი დამტკიცებულია. დიდი ბრიტანეთის მასშტაბით მოქმედებს სხვადასხვა წესები, ამიტომ მგზავრებმა მგზავრობამდე უნდა შეამოწმონ შეზღუდვები კონკრეტულ აეროპორტებში.

თბილისი ლონდონი

გამგზავრებადაბრუნებაავიაკომპანიაბილეთების პოვნა
25 აგვისტო 202530 აგვისტო 2025British Airwaysავიაბილეთები 1 379 -დან
20 სექტემბერი 202530 სექტემბერი 2025EasyJetავიაბილეთები 974 -დან
22 ოქტომბერი 202528 ოქტომბერი 2025British Airwaysავიაბილეთები 987 -დან

შეგახსენებთ, რომ ლონდონის მიმართულებით პირდაპირ ავიამიმოსვლას თბილისის აეროპორტიდან 2 ბრიტანული ავიაკომპანია ასრულებს. British Airways თბილისიდან ჰითროუს აეროპორტში ოპერირებს, ხოლო EasyJet კი ლოტუნის აეროპორტში.

რა შეზღუდვები მოქმედებს სითხეებზე დიდ ბრიტანეთის აეროპორტებში?

შემდეგმა აეროპორტებმა გააუქმეს 100 მლ სითხის წესი:

სიტუაციას ართულებს ის ფაქტი, რომ ზოგიერთი აეროპორტი, რომელიც ჯერ კიდევ იცავს 100მლ წესს, მოითხოვს სითხეების მოთავსებას გამჭვირვალე, ჰერმეტულად დახურულ პლასტიკურ პარკში, რომლის ზომა დაახლოებით 20სმ x 20სმ-ია, რომელიც ხელბარგიდან უნდა ამოიღოთ უსაფრთხოების შემოწმებისას; ზოგი კი არ მოითხოვს.

შემდეგი აეროპორტები მოითხოვენ სითხეების ამოღებას:

შემდეგი აეროპორტები არ მოითხოვენ სითხეების ამოღებას ხელბარგიდან:

გამონაკლისები დაშვებულია აუცილებელი მედიკამენტებისთვის, ბავშვის საკვებისთვის ან რძისთვის და სპეციალური დიეტური მოთხოვნებისთვის.

როდის შეიცვლება წესები ყველა აეროპორტისთვის?

მგზავრებს ლუტონის აეროპორტში ახალი 3D სკანერების წყალობით სითხისა და ელექტრონიკის ამოღება აღარ სჭირდებათ. მიუხედავად ამისა, სხვა ბრიტანულ აეროპორტებში შეზღუდვების მოხსნის ვადები ჯერ უცნობია. ევროკავშირის აეროპორტებში კი 100 მლ-ის ლიმიტი კვლავ ძალაშია, რადგან ევროკომისიამ განაცხადა, რომ ზოგი სკანერი ვერ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს.

როგორ მუშაობს CT სკანერები?

CT სკანერები, როგორიცაა HI-SCAN 6040 CTiX, ქმნიან შრეობრივ 3D გამოსახულებებს, რისი მესვეობითაც უსაფრთხოების თანამშრომლები ადვილად ამოწმებენ ბარგის შიგთავსს. ეს სკანერები ახდენენ საფრთხის გამოვლენას ისე, რომ ბარგიდან სითხეების ან ტექნიკის ამოღება აღარ არის საჭირო.

კვლავ საჭიროა ლეპტოპის ამოღება უსაფრთხოების შემოწმებისას?

ლეპტოპები, ტაბლეტები, დიდი კამერები და ნებისმიერი სხვა ელექტრონული მოწყობილობა, რომლებიც ცალკე უჯრაში უნდა მოთავსებულიყო, შეიძლება ბარგში დარჩეს, სადაც CT სკანერები მუშაობს.

Avia.ge – 8 წელი თქვენს სამსახურში! საიმედო პარტნიორი მოგზაურობაში. დაგვირეკე: 551 907 907

Exit mobile version