2019 წლიდან საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ახალი ტექნოლოგიებით დამზადებული პასპორტი მიიღონ. ამ ინფორმაციის შესახებ, მთავრობის ახალი შემადგენლობის განხილვისას, თეა წულუკიანმა ისაუბრა.
,,გაისად ჩვენ შემოგთავაზებთ, ახალი თაობის მაღალტექნოლოგიურ პასპორტს, პოლიკარბონატის ტექნოლოგიით“ აღნიშნა თეა წულუკიანმა. მის განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ უკვე გაცემულია 2 მილიონ 700 ათასი ელექტრონული პირადობის მოწმობის დამადასტურებელი ბარათი და მათ მაღალი დაცულობის სტანდარტები აქვთ.