მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტი, მდებარეობს საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტში, რომელიც ზღვის დონიდან 1400 მ. სიმაღლეზეა.

აეროპორტის მშენებლობაზე 300-მდე ადამიანი იყო დასაქმებული და რამდენიმე სხვადასხვა კომპანია მონაწილეობდა. გერმანელი არქიტექტორი, რომელიც კურირებდა მთელ პროცესს იურგენ ჰერმანი იყო. აეროპორტის მშენებლობა დაახლოებით 8 მილიონი დაჯდა. საბოლოო სახე მან 2010 წლის დეკემბერში მიიღო და მგზავრთა მიღებაც ამ დროიდან დაიწყო.

მესტიის აეროპორტი, მისი ორიგინალური და შთამბეჭდავი არქიტექტურის გამო, მსოფლიოს 10 ყველაზე უჩვეულო აეროპორტთა სიაშია და მას “ქართული სასწაული” უწოდეს.

მიუხედავად მისი მცირე ზომისა, ეს ნაგებობა სწორედ ის არის, რაც ამ მთიან რეგიონში ჩამოსულ სტუმარზე პირველ გავლენას ახდენს.

აეროპორტი ზამთრის პერიოდში ერთმოტორიანი თვითმფრინავებით ახორციელებს რეისებს, რომლითაც დაახლოებით 18 მგზავრის გადაყვანაა შესაძლებელი. ზაფხულის განმავლობაში კი 50 -მდე მგზავრის მიღება შეუძლია.

2023 წლის მონაცემებით, თამარ მეფის სახელობის აეროპორტით, რომელიც უკვე 12 წლისაა, დაახლოებით 60 ათასზე მეტმა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო ვიზიტორმა ისარგებლა, რითაც ნათლად გამოიკვეთა, რომ მას მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს სვანეთისთვის. სწორედ ამიტომ, აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თქმით, მესტიის აეროპორტის განვითარება მიმდინარე წლის გეგმებში პრიპრიტეტულად ითვლება, რაც გულისხმობს ტერმინალის რეაბილიტაციას, ახალი სახანძრო დეპოს აშენებას, ასევე, არსებული სპეცტექნიკის სრულად შეცვლას.

რა ღირს სვანეთში ფრენა?

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ფრენები მესტიის მიმართულებით კვირაში 2-ჯერ, ორშაბათსა და ოთხშაბათს სრულდება, ავიაბილეთის ფასი კი 50 ლარია. 

რაც შეეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტი -დან ფრენებს, ამ მიმართულებაზე რეისები არ სრულდება. თბილისი მესტია ავიაბილეთები -ის შეძენის მსურველებს,  შეუძლიათ ისარგებლონ ნატახტარის აეროპორტი -დან რეისებით, რომელიც სრულდება ყოველდღე, შაბათის გარდა, ავიაბილეთის ღირებულება კი – 90 ლარია.

რამდენია ფრენის ხანგრძლივობა მესტიის მიმართულებით? 

ქუთაისის აეროპორტიდან მესტიამდე ფრენის ხანგრძლივობა 25 წუთია. ნატახტარის აეროპორტიდან კი – 30 წუთი.

რომელი ავიაკომპანია ასრულებს ფრენებს მესტიის მიმართულებით?

მესტიის მიმართულებით ფრენებს Vanilla Sky Georgia გვთავაზობს. აღნიშნული ქართული ავიაკომპანია 2008 წლიდან მოყოლებული მომხმარებლებს უნიკალურ, ინდივიდზე მორგებულ, კომფორტულ, ხარისხიანი და ფართო სპექტრის მქონე სერვისებს სთავაზობს.

რა უნდა იცოდეთ Vanilla Sky -ს ავიაბილეთების შეძენისას?

ავიაბილეთების ონლაინ მეთოდით შეძენილი ბილეთის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ ფრენამდე მინიმუმ 72 საათით ადრე. ბილეთების საფასურის დაბრუნება კი 30 დღის ვადაში, იმავე პლასტიკური ბარათის ანგარიშზე ხდება, რომლითაც იქნა შეძენილი ბილეთი. 

თითოეულ მგზავრს უფლება აქვს თან იქონიოს ხელბარგი, რომლის წინაც არ უნდა აღემატებოდეს 15 კგ-ს.

მესტიის მიმართულებით ფრენები ვიზუალური ფრენის წესების მიხედვით ხორციელდება, რაც გულისხმობს რომ ის ფაქტობრივ ამინდზეა დამოკიდებული.

როგორ მოხვდეთ ნატახტარის აეროპორტში?

ავიაკომპანია უზრუნველყოფს მგზავრთა გადაყვანას თბილისიდან ნატახტარის აეროპორტის მიმართულებით, პირველილ რესპუბლიკის მოედნიდან (ველოსიპედის მონუმენტის მოპირდაპირე მხარეს) და უკან.

რა უნდა მოინახულო მესტიაში?

მესტია საწყისი წერტილია სვანეთში მოგზაურობის დასაწყებად. მას, ისევე როგორც მთლიანად სვანეთს, უძველესი ისტორია აქვს. ამ რეგიონში მრავლი სასტუმროსა და საოჯახო  სასტუმროების გარდა, ასევე არის ტურისტული მომსახურეობის ცენტრები, რაც ტერიტორიის შესასწავლად საკმაოდ მოსახერხებელია. 

მესტიაში ჩასულ სტუმრებს, საშუალება ეძლევათ ისრიალონ თხილამურებითა და სნოუბორდით ზაფხულის სეზონზეც კი. ასევე, მოინახულონ კოშკები, ეკლესიები მრავალფეროვანი ფრესკებით, რომლებიც თარიღდება შუა საუკუნეებით, გაეცნონ ისტორიასა და კულტურას, დააგემოვნონ ადგილობრივი კერძები და ისიამოვნონ არაჩვეულებრივი ბუნებით. 

აქ ასევე შესაძლებელია ნახოთ საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა, მომნუსხველი და დაუვიწყარი სვანეთის მშვენება – მწვერვალი უშბა, აზიდული კლდეებიდან გადმომდინარი ჩანჩქერები და ცასავით ლურჯი ალპური ტბები.

მესტიის მიმართულებით ავიაბილეთების შესაძენად, დაგვიკავშირდით ნომერზე: 551 907 907

kompensacia frenebze
kompensacia frenebze
წინა სტატიაშირატომ დაფრინავენ ავიაკომპანიები იაფად
შემდეგი სტატიაოქტომბრის თვის იაფი ავიაბილეთები
4.3 8 votes
შეაფასე სტატია
Subscribe
Notify of
1 კომენტარი
Oldest
Newest Most Voted
Inline Feedbacks
View all comments